იაპონიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 13 ათასს მიაღწია.
იაპონიის პოლიციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 მარტს მომხდარი ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12 985 ადამიანია.
მათივე ინფორმაციით, სტიქიური უბედურების დროს ყველზე მეტი ადამიანი - 7 929 მოქალაქე მიაგის პრეფექტურაში დაიღუპა, ივატეს პრეფექტურაში - 3 783, ხოლო ფუკუსიმაში - 1 211 ადამიანი. ამავე პრეფექტურებში უგზო-უკლოდ დაკარგულად 14 809 ადამიანი ითვლება, ხოლო დაზარალებულია 4 646 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში 11 მარტს მომხდარი 9 ბალიან მიწისძვრას ცუნამი მოჰყვა, რამაც ქვეყანაში კატასტროფული მასშტაბების ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.