ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზას სექტორში მდებარე 13 ობიექტზე იერიში მიიტანეს. შედეგად ხუთი პალესტინელი გარდაიცვალა და 33 დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ებრაული გაზეთი "იერუსალემ პოსტი" ავრცელებს.
ამავე დროს, რადიკალურმა მოძრაობა "ჰამასმა" საერთაშორისო არაბული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა. რამდენიმე ხნით ადრე სწორედ "ჰამასმა" აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა სკოლის ავტობუსზე თავდასხმის ფაქტზე, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაშავდა.
ისრაელის თავდავის მინისრმა ეხუდ ბარაკმა დაგმო ავტობუსზე თავდასხმა და აღნიშნა, რომ დარტყმა ამ თავდასხმაზე საპასუხოდ იქნა მიყენებული. "მიღებული ზომები იყო პახუხი თავდასხმაზე და ჩვენ გავაგრძელებთ ამას, ვიდრე ეს საჭირო იქნება, იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება", _ განაცხადა მინისტრმა.