დღეს, 8 აპრილს, "ოპოზიციური რვიანის" ლიდერები ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში ფილიპ დიმიტროვს შეხვდებიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ახალი მემარჯვენეებიდან" აცნობეს, შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში (ნინო ჩხეიძის ქუჩა 38) 14:00 საათზე დაიწყება.
შეხვედრაზე ოპოზიციონერი ლიდერები ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკუთარ ინიციატივებს გააცნობს, რომელიც "რვიანს" მმართველმა გუნდმა დაუწუნა.