ევროპარლამენტი ევროკავშირს სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში რეგიონში გააქტიურებისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციაც მიიღეს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მიღებულ რეზოლუციაში ასევე საუბარია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე არსებულ არაღიარებულ რესპუბლიკებთან დაკავშირებითაც და ნათქვამია, რომ მაღალჩინოსნები რომლებიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას კურირებენ უნდა გააქტიურდნენ დნესტრისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოსაწესრიგებლად. გადაწყვეტილებები კი უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართალს მათ შორის თვითგამორკვევისა და ტერიტორიულ მთლიანობის პრინციპებს.
რეზოლუციაში ასევე წერია, რომ ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს არაღიარების პოლიტიკა ამ რესპუბლიკებთან მიმართებაში.
"აღნიშნული რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპარლამენტი უპირობოთ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და აგრეთვე მოუწოდებს ევროკავშირს, რომ გაააქტიუროს მისი მცდელობა იმისათვის, რომ მოხდეს რეგიონში ზოგადად სტაბილურობის შენარჩუნება", _ აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში სალომე სამადაშვილი.