დღეს, 8 აპრილს, პარლამენტი "სახელმწიფო ვალის შესახებ" კანონში ცვლილებებს მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცებს.
კანონპროექტის თანახმად, ფინანსთა სამინისტრო მიმდინარე წელს ევრობონდების მეორე ემისიას გეგმავს, რომლის მოცულობაც 500 მილიონი დოლარი იქნება.
ცვლილება კანონის გარდამავალ დებულებას ეხება, რომელიც სახელმწიფო ვალის სრული მოცულობის გაზრდას კრძალვას, თუმცა გამონაკლისი 2008 წლის აგვისტოში დაუშვეს, როდესაც ევრობონდები რუსეთის აგრესიის შემდეგ იქნა დახარჯული. ახალი ევრობონდები კი სწორედ 2008 წელს აპრილში გამოშვებული ევრობონდის რეფინანსირებას მოხმარდება.
აღსანიშნავია, რომ ახალი ევრობონდების ვადები 7-იდან 10 წლამდე გაიზრდება, რის შედეგადაც ძველი ევრობონდების რეფინასირების შემდეგ მისი გადახდა 2020 წლისთვის გადაიწევს. მის გამოყენება საბიუჯეტო ხარჯებისთვის იკრძალება.