დღეს, 8 აპრილს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, დიდუბისა და ნაძალადევის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. "თელასის" ინფორმაციით, შეზღუდვა კომპანია "თელასის" ქვესადგურ "დიდუბეში" პროფილაქტიკურ სარემონტო სამუშაოს უკავშირდება
ელექტრომომარაგება შეეზღუდება წერეთლის გამზირს (ნაწილობრივ), თ. მღვდლის, ევდოშვილის, კედიას, გვეტაძის, დიდუბის, ვ. ბაგრატიონის, ვანის, ზესტაფონის, სტანისლავსკის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ.