ხვალ, 8 აპრილს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში თსუ-ის ასისტენტ-პროფესორ გიორგი დვალაშვილისა და გეოგრაფის, მაგისტრ გიორგი ტაბატაძის წიგნის "თურქეთი" (გეოგრაფია, კულტურული მემკვიდრეობა, ტურიზმი) პრეზენტაცია შედგება.
წიგნში განხილულია თურქეთის გეოგრაფიული ობიექტები, ბუნებრივი პირობები, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობანი.
წიგნი თურქეთის რესპუბლიკისა და მისი რეგიონის გეოგრაფიული თავისებურებების, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების შეფასებით დაინტერესებულ პირთათვის არის განკუთვნილი.