8 აპრილს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკურ ოლიმპიადაში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება გაიმართება.
თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის მიმართულების სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს მეორე მათემატიკურ ოლიმპიადაში, რომელიც არიელის საუნივერსიტეტო ცენტრის (ისრაელი) ორგანიზებით გაიმართა და რომელზეც თსუ სტუდენტებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.