ტელეკომპანია "კავკასიის" ეზოში კაცმა თავის დაწვა სცადა. როგორც თვითმხილველებმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადეს, თავის დაწვის მიზეზი მისი შვილის გატაცემა აღმოჩნდა.
მამაკაცის თქმით, შვილი მოსტაცეს დაოჯახების მიზნით და არ სურდა, მისი ქალიშვილი უცნობ ბიჭს გაჰყოლოდა ცოლად.
შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ სამაშველო სამსახური, პატრული, თბილისის სამაშველო სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა საწვავი გადაისხა, ასანთის ღერი ეჭირა ხელში და იმუქრებოდა თავის დაწვით, თუ შვილს არ ნახავდა.
ამჟამად "კავკასიის" ეზოში სიტუაცია დაწყნარდა. მამაკაცი რიყეზე გადაიყვანეს, სადაც სავარაუდოდ მისი შვილი უნდა მივიდეს. მასთან ერთად არიან ტელეკომპანია "კავკასიის" ხელმძღვანელი დავით აქუბარდია, თემურ გიორგაძე და სამაშველო და საპატრულო სამსახურები.