მედიაგამჭვირვალეობის შესახებ კანონპროექტზე ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის საბოლოო შეთანხმების შინაარსი უცნობია. "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა 8 აპრილს მეორე მოსმენით უნდა განიხილოს.
ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შესათანხმებელი საკითხი მაუწყებლის ფინანსურ აუდიტს და მისი ჩატარების ხარისხს ეხება, რაზედაც მხარეები აცხადებენ, რომ პრინციპების დონეზე შეთანხმება მიღწეულია და მისი ფორმულირება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანამდე უნდა შეემუშავებინა.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებას პოზიცია უკვე ჩამოყალიბებული აქვს, თუმცა მას მხოლოდ 8 აპრილს გაახმოვანებს.
"მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების თანახმად, ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიას მაუწყებლის აქციების ფლობა ეკრძალება.
ოპოზიცია ითხოვს, აუდიტი საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდეს.