მექსიკაში, შტატ ვერაკრუზთან ახლოს, 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრა ადგილორბივი დროით 08:08 წუთზე მოხდა.
ეპიცენტრი დედაქალაქ მეხიკოდან 590 კმ-ის სიშორით იყო. მიწისქვეშა ბიძგები 167კმ-ის სიღრმეზე მოხდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.