ტელეკომპანია "კავკასიის" ეზოში მოქალაქე თავის დაწვას ცდილობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნინო ჯანგირაშვილმა განუცხადა, შუახნის მამაკაცი თვითმკვლელობას რთული ცხოვრების გამო ცდილობს.
"ამ ადამიანს ჩვენს ტელევიზიასთან არანაირი პრეტენზია არ აქვს, უბრალოდ, როგორც თვითონ ამბობს, "კავკასიასთან" იმის გამო მოვიდა, რომ გაუსაძლისი ცხოვრების გამო თავი დაიწვას", - განმარტა ჯანგირაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.