2010 წელს კათოლიკური ეკლესია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 180-მა მოქალაქემ დატოვა,_ იტყობინება "შპიგელი" სპეციალურ გამოკვლევაზე დაყრდნობით. გასულ წელთან შედარებით, კათოლიკური ეკლესია 50 ათას ადამიანზე მეტმა დატოვა, რაც 40 %-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ომის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებმაც კათოლიკური ეკლესია დატოვეს, პროტესტანტული ეკლესიიდან წასულთა რიცხვს გადააჭარბა. 2010 წელს 150 ათასმა ადამიანმა პროტესტანტულ ეკლესიაზე განაცხადა უარი.
დამკვირვებელთა აზრით, მორწმუნეთა ნაკადის მიერ კათოლიკური ეკლესიის დატოვება არაერთ ხმაურიან სკანდალს უკავშირდება, რაც კათოლიკურ სასწავლო დაწესებულებებში მცირეწლოვან აღსაზრდელებზე სექსუალურ ძალადობას უკავშირდება.
ასეთივე რთული სიტუაცია შეიქმნა აუსბურგის ბავარიულ საეპისკოპოებში, ბამბერგში, აიხშტეტში, პასაისა და ვიუცბურგში. ამ ეკლესიებიდან წასულთა რიცხვმა 2010 წელს 70% შეადგინა. ხოლო კიოლნის საარქიეპისკოპოში ეკლესიიდან წასულთა რიცხვი, 2009 წელთან შედარებით, 41%-ით გაიზარდა.
Welt-ის მონაცემებით, კათოლიკური ეკლესიის დატოვების მსურველთა რიცხვი 2010 წლიდან მას შემდეგ გაიზარდა, რაც მღვედელმსახური მცირეწლოვან აღსაზრდელთან კავშირის გამო დაადანაშაულეს.
ზოგადად, მცირეწლოვან აღსაზრდელებზე ძალადობამ კათოლიკური ეკლესიის რეპუტაცია ძლიერ შეარყია. მორწმუნეთა დაკარგვის გამო კათოლიკური ეკლესია დიდად შეშფოთებულია.