იაპონიის ატმური ელექტროსადგურიდან "ფუკუსიმა-1" დან დაბინძურებული წყალი სადაც რაიონაქტიური იოდის რაოდენობა დასაშვებს 10 000 ჯერ აღემატება ზღვაში ჩაედინებას განაგრძობს.
სპეციალისტებისათვის ჯერ ჯერობით უცნობია თუ რა გზით მიმდინარეობს წყლის ზღვაში ჩაღვრა, რადგანაც ისინი ვერ პოულობენ ადგილს საიდანაც წყალი ჩაედინება.
ფუნდამენტში არსებულ ბზარს ამ დრომდე ავსებენ ნახერხითა და გაზეთების ნაგლეჯებით: ქაღალდსა და ნახერხს ერთმანეტში ურევენ სპეციალურ პოლიმერთან ერთად.
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს ნაწილობრივ მაინც გადაარჩენს წყნარ ოკეანეს მასში რადიოაქტიური წყლის მოხვედრისგან. ბზარის ბეტონით ამოვსების მცდელობა, რომელიც სპეციალისტებმა ადრე განახორციელეს უშედეგოდ დამთავრდა.
იაპონელი ჩინოვნინების შეფასებით, გაგრილების სისტემის აღდგენისათვის რამდენიმე თვეა საჭირო და მას შემდეგ რაც, მდგომარეობა ოდნავ მაინც იქნება სტაბილიზებული, ავარიის სრულ აღმოფხვრას რამდენიმე წელი დასჭირდება.