დიზაინერთა ცნობილი დუეტი დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა გადასახადების თავიდან აცილებისათვის, შესაძლოა, სასამართლოს წინაშე წარდგნენ.
უახლოეს ხანებში ცნობილი გახდება, აღიძვრება თუ არა სისხლის სამართლის საქმე იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლეს აღმოაჩინეს. თუ კი საკმარისი რაოდენობის მტკიცებულობები შეგროვდება, დიზაინერებს 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქმეში ფიგურირებდა კიდევ ხუთი პიროვნება. არსებული მონაცემებით, ისინი მონაწილეობდნენ ლუქსემბურგში სტილისტების ოფშორული კომპანიის შექმნაში, სადაც რეგისტრირდებოდა შემოსავლები, რომლებსაც იტალიაში არ იხდიდნენ.
ამ ფორმით დიზაინერებმა ქვეყნიდან თითქმის 1 მლრდ ევროს გატანა მოახერხეს. ამის გარდა მოდელიორებს ადანაშაულებენ ლუქსემბურგის კომპანიისთვის თავიანთი აქტივების გადაცემაში, რომელთა ღირებულება საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით ნაკლები იყო.
ფირმა Dolce&Gabbana 1985 წელს შეიქმნა და მოდის ინდუსტრიაში სახელის დამკვიდრება ძალიან მალე შეძლო. ამ დროისათვის D&G-ის იმპერია 17 ფაბრიკის მფლობელია, ყავს სამი ათასი თანამშრომელი და ასობით ბუტიკი მსოფლიოს ყველა კუთხეში.
უკანასკნელ პერიოდში იტალიაში გადასახადების გადაუხდელობის წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდა. ქვეყნის ხელისუფლება ბიუჯეტის თანხის შეტანის რაოდენობის გაზრდას ცდილობს. დღეისათვის იტალიაში რთული ეკონომიკური ვითარებაა. ქვეყნის სახელმწიფო ვალი მშპ-ის 115,8 პროცენტს შეადგენს. საბიუჯეტო სახსრების ეკონომიკისათვის მთავრობამ საბიუჯეტო სფეროს თანმშრომლებს ხელფასები ოთხი წლით გაუყინა, ანაზღაურება შეუმცირდათ მაღალი რანგის ჩინოვნიკებსაც.
2008 წელს დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ ტანსაცმლის საუკეთესო დიზაინერების მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავეს.