ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე სირიის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერული კვლევის მინისტრს, მარვან ალ-ჰალაბისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "ელჩს", მოჰამედ ჯალილოვიჩ ალის შორის გამართულ შეხვედრას ეხმიანება.
ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ომის დამნაშავე პუტინმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, ამიტომ "ჭკვიანური იქნება, თუ სირია აფხაზეთის ცრუ "ელჩთან" შეხვედრებს შეწყვეტს".
"ვიდრე ომის დამნაშავე პუტინი ალეპოს გაანადგურებდა, ის უკანონოდ შეიჭრა და საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, რითაც ქვეყანა გაყო და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცრუ “მთავრობები” შექმნა, რომლებიც აღიარა მხოლოდ პუტინმა, სასტიკმა ასადმა, ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ.
ჭკვიანური იქნება, რომ სირიამ ასადის გადაწყვეტილება შეაბრუნოს და შეწყვიტოს აფხაზეთის ცრუ “ელჩთან” შეხვედრები,” - წერს უილსონი.