მხოლოდ ემოციურ ფონზე სპეკულირებენ, რადგან რუსეთი ომობს და რადგან შენ არ გაწირე შენი ქვეყანა და დააყენე შენი ეროვნული ინტერესი ყველაზე წინ და ამის საპირწონედ დაინახეს, რომ ეს თითქოს რუსეთის მხარეს დგომა იყო და ამით ისარგებლეს ქართველ ადამიანზე ემოციურად,, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ახალგაზრდებს მონობაზე მოაწერინეს ხელი.
„საქართველოს მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია ყველა პარამეტრით. არ არსებობს მიმართულება, სადაც არ არის გაუმჯობესებული, საგრძნობლად გაუმჯობესებული და საქართველო წინ მიიწევს იმ ფონზე, როცა ბევრ ქვეყანაში არის რეცესიები, ეკონომიკური პრობლემები, გამოწვევები საკმაოდ დიდი და ამ ფონზე საქართველო ახერხებს, რომ იყოს სტაბილური, ჰქონდეს მშვიდობა და გააგრძელოს ეკონომიკური ზრდა და გააგრძელოს განვითარება.
ამ ფონზე, ეს რომ მოვაცილოთ, ეს მთელი სპეკულაციები, რომელიც მათივე დაფინანსებული NGO სექტორით, მედიასაშუალებებით გავლენას ახდენენ ჩვენი საზოგადოების, უკვე ვიტყვი, რომ მცირე ნაწილზე, მაგრამ არ არის, არც თუ ისე მცირეა ჯერჯერობით იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ... მე გული მიკვდება იმიტომ, რომ მე ვთქვი, რომ მე ყველას პრეზიდენტი ვარ, ჩვენი მოქალაქეები არიან და არ მინდა, ამ გავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეული, ამ სიყალბის ქვეშ იყვნენ მოქცეული და როცა თავისუფლების ნიშნით გამოჰყავთ გარეთ, რომ თავისუფლებას ვკარგავთ და პირიქით ხდება, რომ პირიქით მონობაზე აწერინებენ ხელს, რომ ამ სიყალბეს აჩვევენ და თითქოს რაღაცა ხდება აქ, აპოკალიფსია საქართველოში და ინგრევა და კარგავ სუვერენიტეტს და იღუპება ქვეყანა და ამ დროს მთლიანად საპირისპიროა ეს ყველაფერი და მხოლოდ ემოციურ ფონზე სპეკულირებენ, რადგან რუსეთი ომობს და რადგან შენ არ გაწირე შენი ქვეყანა და დააყენე შენი ეროვნული ინტერესი ყველაზე წინ და ამის საპირწონედ დაინახეს, რომ ეს თითქოს რუსეთის მხარეს დგომა იყო და ამით ისარგებლეს ქართველ ადამიანზე ემოციურად, რადგან ჩვენ ოკუპირებული გვაქვს ტერიტორიები, ომი გვქონდა რუსეთთან და ეს თემა გაიყიდებოდა და ამით სპეკულირებენ, მით უმეტეს ახალგაზრდებზე და ახალგაზრდებსაც გასცდნენ და ჩავიდნენ სკოლის მოსწავლეებზე, ალბათ ბაღის მოსწავლეებზეც ჩავლენ იმდენად სათუთი თემაა, ვერ ახერხებენ ვერანაირად,”- განაცხადა ყაველაშვილმა.