ლიბიაში სამხედრო ოპერაციის წარმოება კოალიციური ძალებისგან ნატომ ოფიციალურად დღეიდან გადაიბარა. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.
გადაწყვეტილება ალიანსმა ერთსულოვნად მიიღო, თუმცა ამას წინ უძღოდა აზრთა სხვადასხვაობა წევრ ქვეყნებთან_საფრანგეთსა და თურქეთთან.
ნიკოლა სარკოზი მომხრე იყო სამხედრო ოპერაციები ნატოს გადაებარებინა, ხოლო საომარი მოქმედებების პოლიტიკური კონტროლი ისევ კოალიციის ხელში დარჩენილიყო.
მუსულმანურ სახელმწიფო თურქეთს კი ვეტოს უფლების შენარჩუნება სურდა, რადგან მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან ზარალის შემთხვევაში გამოეყენებინა. საბოლოოდ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
ამ კვირის ბოლომდე აშშ ლიბიაში თავის სამხედრო პოტენციალს შეამცირებს და საბრძოლო მოქმედებების წარმოებას ევროატლატიკურ ალიანსს გადააბარებს.
რასმუსენის თქმით, ნატოს მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება ჩაერთონ სამხედრო ოპერაციაში. "უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენი მიზანია დავიცვათ ლიბიის მოსახლეობა კადაფის რეჟიმისგან. ნატო გააკეთებს ყველაფერს, რასაც გაეროს რეზოლუცია ითვალისწინებს: არც მეტს, არც_ნაკლებს",_აღნიშნა რასმუსენმა.