ყატარი ლიბიის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ჩაერთვება. ამის შესახებ ყატარის პრემიერ მინისტრმა შეიხ ჰამიდ ბენ ჯასემ ალ-ტანიმ ტელეკომპანია "ალ-ჯაზირას" ეთერში განაცხადა.
"ყატარი მიიღებს მონაწილეობას სამხედრო ოპერაციაში, რადგან გვჯერა, რომ არაბულმა სახელმწიფოებმა ამ მოქმედებებს მხარი უნდა დაუჭირონ", - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ "ლიბიაში არსბეული ვითარება მიუღებელია".
ყატარის პრემიერმა არ განმარტა სახედრო ოპერაციის მხარდაჭერის მასშტაბები, მაგრამ აღნიშნა, რომ ლიბიის მოვლენები გადაიზარდა ნამდვილ ომში, რომელშიც დაქირავებულებიც მონაწილეობდნენ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყატარის ოპერაციაში მონაწილეობის მიზანი ლიბიაში სისხლისღვრის შეწყვეტაა.