დღეს ეგვიპტეში რეფერედუმი მიმდინრეობს, რომლითაც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებათა პაკეტის შეტანის საკითხი გადაწყდება.
რევოლუციის შემდეგ რეფერენდუმი პირველი მოვლენაა, რომელზეც ხალხის ნება უნდა გამოიხატოს.
შესწორებათა შორის პრეზიდენტის ვადისა და უფლებამოსილების შეზღუდვაცაა.
შეგახსენებთ, 18 დღიანი მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი 11 თებერვალს გადადგა.