ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის არმია დღეს დილიდან ქალაქ ბენგაზის დასავლეთ ნაწილს უტევს, რომელიც კრიზისის დაწყების დროიდან მუამარ კადაფის მოწინააღმდეგეების საყრდები გახდა.
ტელეკომპანია "ალ-ჯაზირას" ინფორმაციით, კადაფის არმიამ ქალაქის ცენტრი და სამხრეთის რაიონებიც დაცხრილა.
ბრძოლები ამჟამადაც გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ხნის წინ მუამარ კადაფის რეჟიმმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა.
დღეს კი ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხალედ კაიმმა განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ოპოზიციამ დაარღვია.