ქალაქ ბენგაზის თავზე, დღეს გაეროს რეზოლუციის დარღვევით გამანადგურებელი გამოჩნდა. კადაფის ჯარები ქალაქში შეიჭრნენ. ამჟამად ბრძოლა უკვე ქალაქის ქუჩებში მიმდინარეობს. სატაკეტო დარტყმაა მიტანილი ადგილობრივი თავდაცვის კომიტეტის შტაბზე. "ბი-ბი-სის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბენგაზის ქუჩებში მუამარ კადაფის ძალების ჯავშანტექნიკა გამოჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლები და ამბოხებულები ქალაქის ქუჩებში ბეტონის წინაღობებს ქმნიან, რათა მუამარ კადაფის ძალებს ხელი შეუშალონ სასამართლოს შენობამდე მისვლამდე, სადაც ოპოზიციის ნაციონალური გარდამავალი საბჭოს შტაბბინაა განთავსებული.
"ალჯაზირას" ინფორმაციით, ქალაქი ბენგაზი უკვე დატოვა რამდენიმე ათასმა მაცხოვრებელმა. ყველა მათგანი ტობრუკის მხარეს გარბის, რომელიც ეგვიპტესთან საზღვრის ახლოს იმყოფება. ამასთან ერთად, ლიბიის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებებს ბენგაზთან კადაფის არმია არ აწარმოებს.
დღეს დილიდან ქალაქი ბენგაზი კადაფის ძალების მიერ იცხრილებოდა და იბომბებოდა. დღესვე საფრანგეთში იგეგმება საგანგებო სხდომის ჩატარება, რომელზეც გაეროს მიერ მიერ მიღებული რეზოლუციის განხორციელებაზე უნდა იმსჯელონ. "ოპერაციის დასაწყებად ყველაფერი მზადაა. მხოლოდ პოლიტიკური ნებაა აუცილებელი", _ იუწყება სააგენტო "როიტერი".