ოთხ საჯარო სკოლას ერთი ფსიქოლოგი ეყოლება, - ამის შესახებ დღეს, პარლამენტში "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრის დროს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელმა თამარ მოსიაშვილმა განაცხადა.
განათლების სამინისტრომ სკოლებში ფსიქოლოგის შტატის გაუქმების გადაწვეტილება მიიღო და არსებული ინფორმაციით, ოთხ სკოლას ერთი ფსიქოლოგი მოემსახურება.
მისივე თქმით, უსაფრთხო სკოლა არ ნიშნავს სასწავლო დაწესებულებში მანდატურების შეყვანას და აუცილებელია ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების ჩართვაც.
"ის კლიპები, რომლებიც გადის მანდატურების ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით უბრალოდ სასაცილოა, რადგან განათების სამინისტროში ელემენტარული სტატისტიკა არ აქვთ. საქართველოში სკოლებში ძალადობის შემთხვევები სხვა ქვენებზე არა თუ მეტი არ იყო, არამედ ნაკლებია", - აღნიშნა მოსიაშვილმა.