იაპონიაში 11 მარტს მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა შესახებ ოფიციალური მონაცემები კვლავ გაიზარდა.
ადგილობრივი პოლიციის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად დაღუპულად ითვლება 5 ათას 178 ადამიანი, ხოლო უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 8 ათას 606 ადამიანი.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ დაღუპილთა რაოდენობა ბევრად მეტია.