დღეს, 17 მარტს, თბილისში ნოვრუზის დღესასწაული აღნიშნება. ნოვრუზი არის გაზაფხულის, ახალი სიცოცხლის და სამეურნეო სამუშაოების დაწყების დღესასწაული. ეს დღესასწაული ფართოდ აღინიშნება შორეულ აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც.
2011 წელს საქართველო შეუერთდა ამ ქვეყნების სიას და ნოვრუზი ახლა საქართველოში აღინიშნება, როგორც ეროვნული დღესასწაული.
თბილისში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიების მოწყობა: 15:00 საათზე აზერბაიჯანული ბიზნეს ასოციაცია საქართველოში (AZEBI) და საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესი შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში აწყობს კონცერტს ადგილობრივი საცეკვაო ანსამბლებისა და შემსრულებლების მონაწილეობით.
19:00 საათზე რესტორან "სოფლის სახლში" სტუმრებს ელით საინტერესო ქართულ- აზერბაიჯანული კულტურული პროგრამა და ქართული და აზერბაიჯანული კერძები.
ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამინისტროების წარმომადგენლები.