ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპგანდის სამეცნიერო ცენტრმა მოამზადა და გამოსცა ნაშრომი "საქართველო. XX საუკუნის 90-იანი წლები. ქრონიკები". ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოლოგიის კომისია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოება ავრცელებს.
მეცნიერებმა საქართველოს ცენტრალურსა და რეგიონალურ პრესაში, საქართველოს უახლესი ისტორიისა და კინოფოტოფონოდოკუმენტების არქივებში გამოავლინეს და საზოგადოებრიობას განსასჯელად წარმოუდგინეს 1991 და 1992 წლებში საქართველოში მიმდინარე პროცესების დოკუმენტური ინტერპრეტაცია, მიგნებულია ბევრი ახალი დოკუმენტი.
წარმოჩენილია საზოგადოების სხვადასხვა ფენის დამოკიდებულება მოვლენებისადმი. დიდი ყურადღება ეთმობა საქართველოში სეპარატიზმის განვითარების პრობლემას, სამოქალაქო ომის შემზადებას, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობას, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებას.