აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტეხასის შტატის კერის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა წყალდიდობის გამო, რომელმაც სულ მცირე 67 ადამიანი იმსხვერპლა.
ტრამპმა განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება მაშველებს ტრაგედიის შედეგების აღმოსაფრხველად საჭირო რესურსებით უზრუნველყოფს.
„მე ახლახან მოვაწერე ხელი დეკლარაციას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ტეხასის შტატის კერის ოლქში, რათა ჩვენი მამაცი პირველი რეაგირების ჯგუფები დაუყოვნებლივ უზრუნველვყო საჭირო რესურსებით.
ეს ოჯახები წარმოუდგენელ ტრაგედიას განიცდიან - ბევრი სიცოცხლე დაიკარგა, ბევრი ადამიანი კი დღემდე დაკარგულად არის მიჩნეული“, - წერს ტრამპი Truth Social-ში.
ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 21 ბავშვია, რომლებიც საზაფხულო ბანაკში ისვენებდნენ.
Reuters-ის ცნობით, ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომშეიძლებოდა თუ არა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სააგენტოების, მათ შორის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ზედამხედველობის სააგენტოს, დაფინანსების შემცირებას გამოეწვია ის, რომ ოფიციალურმა პირებმა დროულად ვერ გააკეთეს პროგმზოი წყალდიდობის მასშტაბების შესახებ და დროულად ვერ გაავრცელეს გაფრთხილებები.