"თავისუფალი საქართველო" მძღოლებს შესაძლო პროვოკაციის შესახებ აფრთხილებს. მათი ინფორმაციით, „თავისუფალი საქართველო"-სთვის ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამზადებს პროვოკაციას, როდესაც დაპატიმრებული იქნება რამოდენიმე ხაზის მფლობელი ვითომცდა მძღოლისაგან თანხის გამოძალვის ბრალდებით.
"ვაფრთხილებთ ხაზების მფლობელებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ ნებისმიერი მსგავსი პროვოკაცია განხილული იქნება როგორც პოლიტიკური ზეწოლა გაფიცვის მონაწილეების წინააღმდეგ", _ აცხადებენ პარტიაში.
შევახსენებთ,ხაზებისა და მიკროავტობუსების მფლობელებსა და მძღოლებს, რომ გაფიცვის კომიტეტის წევრების რეგისტრაცია მიმდინარეობს „თავისუფალი საქართველო"-ს ოფისში, ფალიაშვილის 33ა. ტელ: 25 31 42