მედიაგამჭირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვას პარლამენტი მარტის ბოლომდე განაახლებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროის განმავლობაში ოპოზიციას, უმარავლესობასა და დაინტერესებულ მხარებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა.
"მარტის ბოლომდე მედიაგამჭიველობის კანონპროექტზე მუშაობას პარლამენტი კომიტეტებზე მეორე მოსმენით განაახლებს. შევთანხმდით, რომ მედიასაშუალებების დაფინანსების საკითხი გამჭირვალე უნდა იყოს, ასევე ოფშერულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიების მედიამფლობელები ვერ იქნებიან", - აღნიშნა მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მედიაგამჭირვალობის შესახებ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში გასული წლის ბოლოსთვის მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას კანონპროექტის შემუშავების შესახებ დავალება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მისცა.