დღეს, 7 მარტს, მარტს, რვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები ექსპერტებს, ჟურნალისტებს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, შეხვედრა სასტუმრო "ჰოლიდეიში"-ში 13:00 საათზე გაიმართება, სადაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობის საკითხი განიხლება.
შეხვედრაზე ირაკლი მელაშვილი და ვახტანგ ხმალაძე მოხსენებით - "ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული "ელექტრონული პირადობის მოწმობის თვითღირებულების გაანგარიშების" ანალიზი" წარსდგებიან.
ამასთან, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ "ახალი მემარჯვენეებიდან" დავით გამყრელიძე და მამუკა კაციტაძე; "ეროვნული ფორუმიდან" - კახაბერ შარტავა, რევაზ შავიშვილი; "საქართველოს გზიდან" - კახა სეთურიძე, მამუკა ბალიაშვილი; "საქართველოს კონსერვატული პარტიიდან" - ზვიად ძიძიგური, ბიძინა გუჯაბიძე; "რესპუბლიკური პარტიიდან" - დავით უსუფაშვილი, დავით ბერძენიშვილი; "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან" - გიორგი თარგამაძე, ლევან ვეფხვაძე; "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატებიდან" - ირაკლი ალასანია, ირაკლი ჩიქოვანი და "ხალხის პარტიიდან" - კობა დავითაშვილი, ალეკო შალამბერიძე.
ექსპერტების და ჟურნალისტების რანგში შეხვედრას დაესწრებიან - გია ხუხაშვილი; ზვიად ქორიძე; თამარ ჩიქოვანი; მამუკა არეშიძე; სოსო ცისკარიშვილი; ნინო დანელია; ეკა კვესიტაძე; დავით პაიჭაძე; ეკა ბერიძე; ალეკო ელისაშვილი; ია ანთაძე; გოგი ხუციშვილი; როზი ჯღამია; ელისო ჩაფიძე და რუსუდან მაჩაიძე.
ასევე მოლაპარაკებებზე დამკვირვებელი არასამთავრობო, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები: "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" - მიხეილ დევდარიანი; "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"; "სამართლიანი არჩევნები"; "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"; არასამთავრობოთა კოალიცია; "ადამიანის უფლებათა ცენტრი", კოალიცია "სამოქალაქო განვითარებისათვის"; "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი"; კოალიცია "ჩვენი უფლებებისათვის", რეგიონული მედიის ასოციაცია; "ქართული აკადემია"; "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის"; IFES; IRI ; NDI; NIMD; UNDP; USAID; ევროპის საბჭო, ნატოს და ევროკავშირი წარმოამდგენლობი.