გარემოს დაცვისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების უფლებამოსილებების ერთმანეთისგან მკაფიოდ გაიმიჯნება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა, გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციები მკაფიოდ იქნება გაწერილი, რასაც საპარლამენტო უმრავლესობა ითხოვდა.
"ფუნქციებში დეტალურად გაიწერება თვითოეული პუნქტი, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს თავის საქმიანობის შესრულების მექანიზმებს ასახავს", - აღნიშნა ხუროშვილმა.
რაც შეეხება ლიცენზიების კონტროლს, მთავრობის საპარლამენტო მდივანის განმარტებით, ლიცენზიებთან და გარემოს დაცვის ღონისძიების კონტროლთან დაკავშირებული უფლებამოსილებაც ერთმანეთისგან გაიმიჯნება.
"თუ ლიცენზიის გაცემის დროს ეკონომიკურ პირობებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დაადგენს, მის შესრულებასაც იგი გააკონტროლებს, ხოლო იმ შემთხვევაში კი თუ კონკრეტული ლიცენზიის გაცემისას აუცილებელი იყო გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესწავლა, მას გარემოს დაცვის სამინისტრომ გასცემს და შესაბამისად მაზე კონტროლიც აღნიშნულ უწყებას დაევალება.
შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხს პარლამენტი მეორე მოსმენით მომავალ კვირას პლენარულ სხდომაზე განიხილავს.