რადიაციული და ბირვუთული უსაფრთხოების სამსახურის სტატუსის ამაღლების საკითხზე მთავრობა მოგვიანებით იმსჯელებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა.
მისი თმით, სააგენტოსთვის, რომელიც ბირთვულ და რადიაციულ საკითხებს არეგულირებს, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დაყენებულია მოთხოვნა, ჰქონდეს გაცილებით მეტი დამოუკიდებლობა და მისი სტატუსი იყოს ამაღლებული.
"აღნიშნულთან მიმართებაში მთავრობა ფიქრობს, რომ მას შემდეგ როდესაც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსები სამინისტრო შეუდგება უკვე თავის ფუნქციონირებას, მისი პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში დამატებით მოხდება სააგენტოს სტატუსთან დაკავშირებული საკითხების გადახედვა", - აღნიშნა ხუროშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სამსახურის ბედით უმრავლესობის წევრი, ხათუნა გოგორიშვილიც დაინტერესდა, ხოლო გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე ექსპერტები მის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გადატანის კატეგორიული წინააღმდეგები არიან, რადგან "რადიაცია ბუნებრივ რესურსებს არ მიეკუთვნება".
შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხს პარლამენტი მომავალ კვირას მეორე მოსმენით განიხილავს.