"ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" ქუთაისში პარტიის ეკონომიკური ხედვის პრეზენტაცია გამართა. მოძრაობის ლიდერებმა სოფლის მეურნეობის და ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ რეგიონულ ჭრილში ისაუბრეს და აქცენტები იმერეთისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებზე გააკეთეს.
"ჩვენ დიდი ხნის წინ წარმოვადგინეთ პროგრამა იმის შესახებ - რა და როგორ უნდა შეიცვალოს ქართულ ეკონომიკაში. ჩვენ ყოველკვირეულად დავდივართ სხვადასხვა რეგიონის სოფლებში, ადგილობრივი მცხოვრებლებისგან ვიგებთ რა საკითხებია აქტუალური მათთვის და პარლამენტში, თვითმმართველობის ორგანოებში ვსაუბრობთ ამ თემებზე, გამოვდივართ ინიციატივებით", - განაცხადა შეხვედრაზე "ქრისტიან დემოკრატების" ლიდერმა გიორგი ტარგამაძემ.
მისი თქმით . რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგები არ არის საკმარისი. იმისათვის, რომ ქართული ეკონომიკის და სოფლის განვითარების ქრისტიან-დემოკრატიული ხედვა პრაქტიკაში განხორციელდეს.
"საჭიროა როგორც ხელისუფლების დაინტერესება ამ პრობლემებით, ასევე თავად მოსახლეობის მეტი ჩართულობა ყველა პრობლემის განხილვაში და არჩევნებზე იმ პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა, რომელიც გლეხს ღირსებას დაუბრუნებს, ქვეყანას კი განვითარების გზაზე დააყენებს" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.