არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ,,სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის" ამავე ორგანიზაციის ექსპერტთა გუნდი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოუწოდებს, ქვეყანაში შექმნილ მძიმე კრიზისულ ფონზე დაეხმაროს სოფლად მყოფ მოსახლეობას.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზაციიდან აცნობეს, დახმარება გულისხმობს სოფლის მოსახლეობისთვის გარკვეული რაოდენობის საწვავის ვაუჩერის დარიგებას, რომელიც აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების პირველადი სამუშაოების ჩასატარებლად.
"საწვავის ვაუჩერიზაცია ქვეყანას აარიდებს სასურსათო კრიზის, შეუმსუბუქებს მდგომარეობას სოციალურად დაუცველ ფენებს და გარკვეულწილად მოახდენს სურსათზე ფასების სტაბილურობას", _ აცხადებენ კოალიციაში, რომლის წევრები არიან კავშირი ,,დემოკრატიული საქართველო", ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი და დევნილთა ასოციაცია მშვიდობისათვის.