თბილისში, ჩიქობავს ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, თბილისის საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძახება ღამის 02:00 საათზე შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე 7 სახანძრო, 2 სამაშველო ბრიგადა და ერთი სასწრაფო დახმარების მანქანა გავიდა.
მათივე თქმით, ცეცხლი სავარაუდოდ გაუმართავ ელექტროგაყვანილობის ხაზებს გაუჩნდა. ხანძრის გაჩენის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, რის გამოც სამაშველო სამსახურის მოსვლამდე ცეცხლმა რამდენიმე ათეული კვადრატი მთლიანდა გაანადგურა.
სამაშველო სამსახურმა ხანძრის ლოკალიზება 10 წუთში შესძლო.