აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ოფიციალური ნაწილი დასრულდა და ილჰამ ალიევმა, სერჟ სარგსინმა და დიმიტრი მედვედევმა ურთიერთობა არაფორმალურ გარემოში განარგძეს. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
სოჭში აღნიშნული მიმდინარე შეხვედრა რიგით მერვე სამმხრივი შეხვედრაა, რომელიც აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის იმართება.
წინა შეხვედრა, ამავე ფორმატში გასული წლის 27 ოქტომბერს ასტრახანში გაიმართა. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისადმი მიძღვნილ ამ შეხვედრაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხელი მოეწერა დეკლარაციას, რომელიც სამხედრო ტყვეების გაცვლას ითვალისწინებდა.