ჩრდილოეთ ოსეთში ბოლო დღეების განმავლობაში უჩვეულო საგამოცდო სესია იმართება. აქ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას ახდენენ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც მომზადება სასწავლო ცენტრ "დარიალში" გაიარეს.
ეს არის რუსეთში ერთადერთი მაღალმთიანი პოლიგონი სადაც სამხედროებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მთებში ბრძოლის გამოცდილება. დარიალში სამხედროებს ასწავლიან არამხოლოდ სამხედრო ხელოვნებას არამედ მთებში ცხოვრების წესებს: ცეცხლის გაჩაღებასა და კარვის გაშლას.
ბოლო შემოწმება საღამოობით იმართება ხოლმე. დილით მარშრუტზე გასვლის დროს ამის დრო უკვე აღარ არის - თითო მებრძოლის აღჭურვილობა, რომელიც მას Yთან დააქვს 25 კილოგრამს იწონის. "ყველა ელემენტი აუცილებელია იმისათვის რათა ადამიანმა შეძლოს ცხოვრება პირობებში, რომლებიც საბრძოლო პირობებს მაქსიმალურად მიახლოებული იქნება", _ აცხადებს სადაზვერვო ჯგუფის მეთაური რუსლან შეხმურატოვი.
გასვლის წინ და მერე ასევე ხორციელდება სამედიცინო დათვალიერება. ექიმები მათ წნევას უზომავენ. თუ კი ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ არსებული მონაცემები დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან ესე იგი მებრძოლი მზადაა. "დარიალი" რუსეთში ერთადერთი მაღალმთიანი პოლიგონია და მხოლოდ აქ შეუძლია მებრძოლს მთაში ბრძოლის გამოცდილება მიიღოს.
ჯგუფი სამი კილომეტრის სიმაღლეზე უნდა ავიდეს. სადღაც ამ ადგილებში გადაადგილდება პირობითი მოწინააღმდეგე. იმისათვის რომ ალყაში არ მოექცე, თავად უნდა შეგეძლოს გახდე უჩინარი.
თითოეულ მებრძოლს უნდა შეეძლოს ღამის გასათევი ადგილის მოწყობა, ყველაზე მკაცრ პირობებშიც კი.
ბოლო წლების გამოცდილებამ ცხადჰყო, რომ - წვევამდელებსა და კონტრაქტით მომსახურეებს კიდევ უფრო ხარისხიანი მომზადება სჭირდებათ. სამხრეთ ფედერალური სამხედრო ოლქის ტერიტორიის 40 პროცენტი ხომ მთიანი და ტყიანი ადგილებია.
სწავლება ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობს. სასწავლო ცენტრი "დარიალი" დღეღამის ნებისმიერ დროს მუშაობს. ამ მებრძოლების შემდეგ აქ მომზადებას საზღვაო ქვეითები გაივლიან.