შვედეთის სამეფოს "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელებს პარტიის მთავარ ოფისში დღეს ქართველმა კოლეგებმა უმასპინძლეს. საერთაშორისო ცენტრის პროექტების მთავარ მენეჯერს ერიკ ტანგჰოისა და აღმოსავლეთ ევროპის პროექტების მენეჯერს მატილდა სტალბერტს ნიკოლოზ ლალიაშვილი, მაგადა ანიკაშვილი, გიორგი რუხაძე და ქდმ-ს მთავარი კომიტეტის სხვა წევრები შეხვდნენ.
ქართველმა "ქრისტიან-დემოკრატებმა" საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და გამოწევვებზე, მათი მოგვარების გზებსა და პარტიის პროგრამულ ხედვაზე ისაუბრეს. შეხვედრისას ასევე განიხლიეს ორ პარტიას შორის თანამშრომლობისა და შვედურ-ქართული ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები.
შვედი სტუმრების თქმით, შვედეთის "ქრისტიან-დემოკრატიული საერთაშორისო ცენტრი" კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში იწყებს მუშაობას და საქართველოს "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" მთავარ პარტნიორად განიხილავს.
"დღევანდელი შეხვედრა ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოს "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" ევროპის ქრისტიან-დემოკრატული ოჯახის ნაწილია და აქტიურად თანამშრომლობს ევროპელ კოლეგებთან. შვედეთის ეკონომიკა სოციალური თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავეა ევროპაში და სწორედ სოციალური საბაზრო ეკონომიკის კუთხით, მნიშვნელოვანია ჩვენი სტუმრების გამოცდილების გაზიარება. სასარგებლო იქნება ასევე საქართველოსა და შვედეთის "ქრისტიან-დემოკრატ" ქალთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის აქტიური თანამშრომლობა" - განაცხადა პარტიის საერთაშორისო მდივანმა გიორგი რუხაძემ.
შვედი "ქრისტიან დემოკრატები" საქართველოს 2 დღიანი ვიზიტით სტუმრობენ. ისინი უკვე შეხვდენენ შვედეთის ელჩს საქართველოში. შეხვედრები ასევე გაიმართა აშშ-ს ნაციონალურ-დემოკრატიული ინსიტიტუტისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც.