„ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები რეგიონებში სტუმრობას განაგრძობენ. გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი დღეს თერჯოლის რაიონის სოფელ ბარდუბანში ჩავიდნენ და მოსახლეობას შეხვდნენ.
„ისევე როგორც თითქმის ყველა სოფელში, აქაც უამრავი პრობლემაა, ძირითადად ჯანდაცვის და განათლების მიმართულებით. ჩვენ ბარდუბნელებს გავაცანით ამ პრობლემების მოგვარების „ქრისტიან-დემოკრატების" ხედვა, ასევე მოვისმინეთ მათი გასაჭირი. მოსახლეობა ცვლილებების მოლოდინშია, მაგრამ რაც დანამდვილებით იციან, არის ის, რომ ეს ცვლილებები მშვიდობიანად, არჩევნების გზით უნდა განხორციელდეს" - განაცხადა თარგამაძემ.
„ქრისტიან-დემოკრატებმა" ბარდუბნელი ბავშვები სპორტული ინვენტარით დაასაჩუქრეს.