"ბელორუსიის ხელისუფლება დემოკრატიაზე ზეწოლას აგრძელებს და ქვეყანაში პოლიტპატიმართა რიცხვს ზრდის",_ ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ აღნიშნა.
მისი თქმით, ბელორუსიის ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე ზეწოლით ამერიკის ხელისუფლება კვლავინდებურად უკიდურესად შეშფოთებულია.
"ადამიანთა დაკავების გაგრძელდებით, მკაცრი განაჩენის გამოტანით, ბელორუსიის ხელისუფლება პოლიტპატიმართა რიცხვს ზრდის,"_აღნიშნა კროულიმ.
ამასთან, იგი ყოველგვარი პირობის გარეშე მოითხოვს მათ გათავისუფლებას, ვინც სასამართლოს გარეშე ციხეში აღმოჩნდა. კროული პოლიტიკური შეხედულებების თავისუფლად გამოხატვასაც ითხოვს.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ასევე, აღნიშნა, რომ ბელორუსიის პრეზიდენტობის ცხრა კანდიდატს შორის ორი მათგანი კვლავინდებურად ციხეშია. "შვიდი მათგანს კი ბელორუსიის ხელისუფლების დრაკონული ქმედების გამო ბრალი აქვს წაყენებული,"_აღნიშნა ფილიპ კროულიმ.
ოპოზიციისადმი ზეწოლის გამო აშშ-ის ხელისუფლებამ მინსკს სანქციები დაუწესა. კერძოდ, ვაშინგტონმა გაზარდა ბელორუსიის ოფიციალურ პირთაA ჩამონათვალი, რომელთა მიმართაც მგზავრობისას შეზღუდვებია დაწესებული. ამასთან, ბელორუსიელი მოქალაქეებისა და საწარმოების მიმართ ფინანსური სანქციების დაწესების შესახებაც გაცხადდა.