ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. როგორც მოლაპრაკების დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ განაცხადა, რუსეთის ფედერაცია კვლავა უარს ამბობს ხელი მოაწეროს საქართველოსთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას და დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხერეთი ოსეთის ტერიტორიაზე.
"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისა და მისი მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლებმა უარი თქვეს საქართველოს მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე, საერთაშორისო მოლაპრაკებები გაგრძელდება", - დასძინა მან.
ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები წინადადებითაც გამოვიდნენ, რაც საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას შეეხებოდა.
"ასევე განვიხილეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იმედი მაქვს, რომ ამ თემებზე მომდევნო რაუნდებზე იქნება მეტი პროგრესი", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
მოლპარაკების მე-15 რაუნდი ჟენევაში გუშინ, 4 მარტს გაიმართა. მასში თბილისის, მოსკოვის, სოხუმის, ცხინვალის, ასევე ვაშინგტონის, ევროკავშირის და გაეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნე. შეხვედრაზე მხარეები უსაფრთხოების დამატებით მექნიზმებს - თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების, დევნილების დაბრუნებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო მეთვაყურეთა დაშვების საკითხები განიხილეს.