ხმაური იყო სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში. სიფრაშვილების შვიდშვილიანი ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის განყოფილების და კახეთის საკოორდინაციო ცენტრის თანამშრომლებმა ბავშვები ვეღარ ჩამოართვეს. დედამ ბავშვების ბავშვთა სახლში გადაყვანზე კატეგორიული უარი განაცხადა.
ადგილზე ჟურნალისტებისა და „ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენლების მისვლის შემდეგ კი სააგენტოს თანამშრომლებმა უარყვეს, რომ ისინი პოლიციის ძალით გეგმავდნენ ბავშვების გაყვანას. არადა, სიფრაშვილების სახლთან რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიცია იყო მობილიზებული.
მოგვიანებით, მაია სიფრაშვილი ბავშვებთან ერთად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წნორის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, დედას და შვილებს მწვავე ვირუსული ინფექცია აქვთ.