„ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები დღეს ფოცხოეწერში, დევნილების კომპაქტურ ჩასახლებას ესტუმრნენ. გიორგი თარგამაძემ და გიორგი ახვლედიანმა იძულებით გადაადგილებულ პირებს პირველი დახმარების ნივთები და მედიკამენტები ჩაუტანეს.
„ჩვენ ფოცხოეწერში ერთი თვის წინაც ვიყავით და დღეს ის დახმარება ჩამოვიტანეთ, რისი საჭიროებაც ყველაზე მეტად იგრძნობა და რაც თავად დევნილებმა გვთხოვეს. ერთი თვალის შევლებითაც ჩანს, რომ აქ უმძიმესი პირობებია, ჩვენი ყურადღება დევნილებს მხოლოდ დროებით მოუგვარებს პრობლემებს. აუცილებელია მათი პირობებით და სავალალო მდგომარეობით, პირველ რიგში, სახელისუფლებო ორგანოები დაინტერსდნენ" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.