7 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა.
როგოც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი შვეიცარის კონფედერაციის ფედერალურ პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრ მიშელინ კალმი-რეის შეხვდება.
შეხვედრაზე განიხილება საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.