ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ცალკეული პირები ეკლესიის სახელით თანხას აგროვებენ.
"კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული პირები თვითმარქვია თაღლითები არიან და არავითარი საერთო არ აქვთ ეკლესიასთან. ეკლესიისთვის ყოველთვის უცხო და მიუღებელი იყო და არის სახსრების შეგროვების ამგვარი ფორმა. ამიტომ ეპარქია მოსახლეობას მეტი სიფრთხილისაკენ მოვუწოდებს,"_აღNიშნულია განცხადებასI.
ცნობისთვის, ბოლო დროს აჭარის ტერიტორიაზე გაჩნდნენ პიროვნებები და ე.წ. საქველმოქმედო საზოგადოებები, რომლებიც კარდაკარ დადიან და ეკლესიის სახელით, თითქოს შეჭირვებულთა დასახმარებლად, თანხას აგროვებენ, რამაც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის უკმაყოფილება გამოიწვია.