საქართველომ და ჩეხეთა ხელშეკრულება გააფორმე, რომელიც თუშეთის ეროვნული პარკის განვითარებას ითვალისწინებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 4 მარტს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ივან იესტრჟაბმა ერთობლივი პროექტის - „თუშეთის მაღალმთიანი ზონის თემების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა" ფარგლებში ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულების მიხედვით შეიქმნება თუშეთის ეროვნული პარკის ინტერაქტიული ვებ-გვერდი, რომელიც ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომს გახდის დეტალურ ინფორმაციას თუშეთის ეროვნულ პარკში არსებული უნიკალური ბიომრავალფეროვნების, ისტორიულ-კულტურული ძეგლების, ადგილობრივი პროდუქტის, წეს-ჩვეულებების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, მარშრუტების და საოჯახო სასტუმროების შესახებ.
პროექტის მიზანია თუშეთის, როგორც უნიკალური ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაცია და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. გრანტის ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 19 ათასი ლარს.
აღნიშნული პროექტი ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის ნაწილია, რომელსაც ჩეხეთის განვითარების სააგენტო თუშეთში 2010 წლიდან ახორციელებს. „თუშეთის განახლებადი ენერგომომარაგება - ჰელიო სისტემები" პროექტის საერთო ბიუჯეტი 300,000 ევროს შეადგენს და თუშეთის ადგილობრივი მოსახლეობისთვის მზის ბატარიებით აღჭურვას გულისხმობს.