თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატი" წევრი, ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა გაბუნია მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციას მოითხოვს.
"მაშინ, როდესაც ქალაქის თითქმის ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი მოუწესრიგებელია, ზედმეტიც კი არის საუბარი თბილისზე, როგორც ევროპული ტიპის ქალაქზე. ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ბიუჯეტში ამ საკითხის მოგვარებისათვის კონცეტრირებული თანხები პრიორიტეტის მიხედვით მიმართოს და გადასასვლელი ხიდების უსარგებლო პროექტის ნაცვლად, რომლის ღირებულება ოთხ მილლიონ ლარს უახლოვდება, თანხა სწორედ მიწისქვეშა გადასასვლელების როგორც ქალაქისათვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული ერთეულის მოვლა-რეაბილიტაციისკენ მიმართოს", - განაცხდა გაბუნიამ ჭავჭავაძის გამზირზე არსებული მიწისქვეშა გადასავლელების მფლობელებთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, "ქრისტიან-დემოკრატებმა"თბილისში არსებული 650-მდე გადასასვლელიდან დაახლოებით ასი შეისწავლეს და თითქმის ყველა შემთხვევაში სახეზეა ელექტროფიცირებისა და წყლის სისტემის გაუმართაობის პრობლემა, რაც დრო და დრო პრობლემებს უქმნის მოქალაქეების დაუბრკოლებელ და უსაფრთხო გადაადგილებას.