მოძრაობა "თავისუფალი საქართველო" თბილისსა და რეგიონებში მაცხოვრებელთა პენსიების გათანაბრებას მოითხოვს.
"მოძრაობა "თავისუფალი საქართველო" მიმართვას საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს, რეგიონებსა და თბილისში მინიმალური პენსია გაუთანაბრდეს ერთმანეთს (ანუ 90 ლარს), ხოლო 2011 წლის 1 სექტემბრიდან პენსიის ოდენობა განისაზღვროს 100 აშშ დოლარის ექვივალენტით (შესაბამისი საბიუჯეტო სახსრები შეიძლება მოძიებული იქნეს პრეზიდეტის მრავალრიცხოვანი რეზიდენციების პრივატიზებით და სხვა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით)", - აცხადებს მოძრაობის ლიდერი კახა კუკავა.
"საპრეზიდენტო არჩევნების წინ სააკაშვილის კორუმპირებულმა მთავრობამ ოფიციალურად განაცხდა, რომ 1 წლის განმავლობაში პენსიები 100 დოლარს მიაღწევდა. თუმცა რეალურად პენსიები გაიზარდა მხლოდ თბილისში და ისიც 10 ლარით.ბოლო პერიოდში ინფლაციის და სხვადასხვა კორუფციული მაქინაციების შედეგად ისედაც მიზერული პენსიის მსყიდველუნარიანობა კიდევ უფრო შემცირდა, რომ არაფერი ვთქვათ "ლიბერთი ბანკის" მიერ გატარებულ მძარვცველურ საკრედიტო პოლიტიკაზე", - დასძინა მან.
"თავისუფალი საქართველო"-ს საკანონმდებლო ინიციატივის პრეზენტაცია ამ წუთებში ქუთაისში იმართება. ქუთაისის შემდეგ ინიციატივას კუკავა ლანჩხუთის, ბათუმისა და ზუგდიდის მაცხოვრებლებს გააცნობს.
"თავისუფალი საქართველო" საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში შესატანად კანონით გათავლისწინებული 30.000 ხელმოწერის შეგროვებასაც აპირებს, რაც მარტის ბოლოს დაიწყება.