აღსრულების ეროვნულ ბიუროს ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვევია. დელეგაციის წევრები აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას და ბიუროს სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ და აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობა დაათვალიერეს.
როგორც "ჯი-ეჩ-ენს" აღსრულების ეროვნულ ბიუროდან აცნობეს, შეხვედრის დროს გაიმართა პრეზენტაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ უწყებაში გატარებული რეფორმებისა და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
ყირგიზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაციას ყირგიზეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრი - შამილ ატახანოვი ხელმძღვანელობს. ყირგიზმა სტუმრებმა ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროები მოინახულეს და საქართველოს შს მინისტრს, სახელმწიფო მინისტრს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, მთვარ პროკურორს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს - გიორგი ვაშაძეს და აღნიშნული უწყებებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
ყირგიზი სტუმრები ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამართავენ, რის შემდეგაც 4 მარტს 19:00 სთ-ზე საქართველოს დატოვებენ.