ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრას ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს. დღეს მინისტრი ლიბანის ქუჩაზე, ყოფილ 53-ე საბავშვო ბაღში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
სამინისტროს მიერ "ჯი-ეიჩ-ენისთვის მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულ ობიექტში დევნილი 12 ოჯახი, 36 ადამიანი ცხოვრობს. შენობას სახურავი შეუცვალეს, მოხდა ობიექტის გაზიფიცირება და ფართი დევნილებს საკუთრებაში გადაეცათ.
დევნილებმა მინისტრთან საუბრისას აღნიშნეს, რომ რადგან საკუთარი ჭერი აქვთ, სხვა საკითხებიც მოგვარდება: „ადრე ძალიან ცუდი მდგომარეობა გვქონდა. სახურავი იყო დაზიანებული და წყალი ჩამოგვდიოდა, გაზი არ გვქონდა და ძალიან ვწვალობდით. სახურავიც გაგვიკეთეს, წყლის საწრეტიც გაგვიკეთეს, გაზიც შემოგვიყვანეს და როგორ შეიძლება ეს არ დაინახო. რაც მთვარია, ეს ფართი ჩვენი საკუთრებაა. ფართი დაგვიკანონეს, რასაც დიდი ხანი ველოდებოდით. რაც შეუძლიათ, ყველანაირად გვეხმარებიან."
მინისტრმა კი აღნიშნა, რომ სახელმწიფო დევნილებისთვის ყველაფერს აკეთებს.
„ამ შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 12 ოჯახი ცხოვრობს. სახურავი შევცვალეთ, ფართი დავუკანონეთ, გაზიც შევიყვანეთ. ელექტროეერგიის ინდივიდიალურ გამრიცხველიანებას კი ამ და სხვა ობიექტზე მაისისთვის დავამთავრებთ. რაც ყველაზე მთვარია, ყოველდღიურ რეჟიმში ათობით და ასობით ოჯახისთვის საცხოვრებელი პირობწბი უმჯობესდება. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, მაგრამ იმის ფონზე, ჩვენ რა მემკვიდრეობა მივიღეთ, კოლოსარული სამუშაო ჩატარდა. ერთ დროს, ეს მართლაც წარმოუდგენელი იყო. სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს ხშირად სიმართლის აღიარება უჭირთ. სახელმწიფომ შეუძლებელი შესძლო და დევნილებისთვის მერთლაც ბევრი რამ გაკეთდა. დაახლოებით 100 000-მდე ადამიანი უკვე საკუთარ ფართს ფლობს", - განაცხადა სუბელიანმა.